საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და მათ შედეგებს არასდროს აღიარებს. მისი თქმით, ის პრინციპულად გმობს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას.