გერმანია უკრაინას დამატებით ოც მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილი დახმარების საერთო რაოდენობა 380-ც მილიონ ევროს მიაღწევს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.