საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სკოლებში მიმდინარე სარემონტო პროცესს გაგებით შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სკოლებში სარემონტო სამუშაოების ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მშობლების წუხილზე.