წინასაარჩევნოდ, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გაერთიანების იდეას, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმირი პროდასავლური პარტიის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება მისასალმებელია, თუმცა მათივე განმარტებით, ჯერ კიდევ სადაოა, რამდენად იქნება ეს “ქართული ოცნების” დამარცხების ფორმულა.