22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
პარლამენტში მომავალ კვირას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივა. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. რაც შეეხება დავითაშვილს, ის ანაკლიის თემაზეა მიწვეული.
მინისტრების ინტერპელაცია სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახულია.