დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მატარებლით რუსეთში მიემგზავრება. მათივე ინფორმაციით, მატარებელი დედაქალაქ ფხენიანიდან კვირას საღამოს გავიდა, კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კი შესაძლოა, ხვალ შედგეს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი" რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინს უახლოეს დღეებში რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ელოდებიან.