"ნაციონალური მოძრაობა" შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისფლების მაღალი თანამდებობის პირებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. პასუხისმგებელ პირთა სიაში პარტია ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძესაც მოიაზრებს. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში, გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში ნაციონალირმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებლის წევრებმა საერთო ბრიფინგიც გამართეს. რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ საკიტხზე მმართველი პარტიისა და დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებს.