საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. საბერძნეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კვირას ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. ცენტრალურ საბერძნეთში წყალდიდობის დაწყების შემდეგ 3 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.