პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალა“ ნინო ლომჯარიას მიერ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნებას გამოეხმაურა. „ხალხის ძალაში“ მიიჩნევენ, რომ ქართველი ე.წ. ლიბერალის ტიპური ნიმუშია ნული ინტელექტი, ნული სინდისი და ნული სამშობლოს სიყვარული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარიას შემთხვევაში, ამას ნული ქარიზმაც ემატება. „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნინო ლომჯარიასგან პოლიტიკური ლიდერი არ გამოვა.