„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენება დამაშაულია, ამიტომ საჭიროა პროკურატურამ პრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრას.
როგორც პარტიის ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა ვასილ ურუშაძემ და იურისტმა ლაშა ტყეშელაშვილმა აღნიშნეს, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქმის გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა მიიჩმევენ, რომ მათი მხრიდან საკითხზე რეაგირება აუცილებელია.