KidNest-ი ბაღებისა და მშობლების დამაკავშირებელი უნიკალური აპლიკაცია - "დილის პალიტრის" სტუმარია „KidNest“ - თანადამფუძნებლები ქეთანა სტურუა და სალომე კუთარაშილი
ქიდნესტი - საგანმანათლებლო დაწესებულებების და მშობლების დამაკავშირებელი საქართველოში პირველი აპლიკაციაა, რომლის სატესტო რეჟიმიც სექტემბრის დასაწყისში უკვე რამდენიმე კერძო ბაღში გაეშვება და უფრო და უფრო დაიხვეწება.აპლიკაციის მთავარი მიზანია მიაწოდოს მშობელს სრული ინფორმაცია ბავშვის აქტივობების,
მოსწრების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მეორე მხრივ დაწესებულებებს გაუმარტივოს ადმინისტრაციული საქმიანობა და გაზარდოს ხარისხი.მშობელი იღებს (real time) დროულ განახლებებს ბავშვზე და რეპორტს ყოველი თვის ბოლოს,რაც უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის ჩამოყალიბებაში, რადგან ნებისმიერი შესაძლო
სამომავლო პრობლემა დროულად იქნას დაფიქსირებული. აპლიკაციაში გათვალისწინებულია ქართული რეალობა და დიდი ემიგრაციის პროცენტულობა, აქედან გამომდინარე მშობელს ვაძლევთ საშუალებას ჩაამატოს მისთვის სასურველი სანდო პირი აპლიკაციაში და მანაც მიიღოს განახლებები ბავშვზე. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით იღებს სრულ ანალიტიკას ბავშვის მოსწრების, ფინანსების, რაოდენობის შესახებ.აპლიკაციაში საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია ინახება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მისი კიბერუსაფრთხოებაა, ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით ამერიკულ კომპანია cyberwall-ს და სწორედ ის ზრუნავს აპლიკაციის უსაფრთხოების ნაწილზე. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა კერძო დაწესებულებებთან, მაგრამ იგეგმება სახელმწიფოსთან მოლაპარაკება და გვინდა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლა. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოზე გაჩერებას და გვინდა პროდუქტი ჯერ მეზობელ ქვეყნებში, შემდეგ კი სრულიად ევრაზიაში გავიტანოთ. ჩვენი დიდი სურვილია ასევე შევიდეთ,აფხაზეთში, რათქმაუნდა, სრულიად უფასოდ და შევიტანოთ პატარა წვლილი ყველა
ქართველისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხში.