ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უკრაინის ლიდერის თქმით, ქალაქ ბახმუტთან, უკრაინული ძალები ტერიტორიებს ნელ-ნელა იბრუნებენ. ზელენსკიმ განმარტებით, ტერიტორიების დაბრუნების პარალელურად რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე უნდა შენარჩუნდეს. მანვე, პუტინთან დათმობაზე წასვლის იდეა გამორიცხა და ხაზი გაუსვა, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დარჩება.