გურიაში, სტიქიის ზონაში, მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ. გვიან საღამოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნიდან - 7 მოქალაქე გამოიყვანეს. სასტუმროში გადაყვანილია 110-ი ადამიანი, ხოლო მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ორასზე მეტი მოქალაქე. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა და დამეწყრილი ადგილების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.