„ნაციონალური მოძრაობა” „ქართული ოცნების" წევრებს , უმრავლესობის დატოვებისკენ მოუწოდებს. ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენება დანაშაულია და ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაა. სწორედ ამასთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე," გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგს ჩაატარებს და უწყებაში შეიტანს განცხადებას იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.