დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს განიხილავს. იმპიჩმენტის საფუძველი პრეზიდენტის ის საგარეო ვიზიტებია, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ განუცხადა. პრეზიდენტის იმპიჩმენტით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს, აღნიშნული დასკვნის მოსამზადებლად 1-თვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების" უმრავლესობას არ გააჩნია.