აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა უკვე წააგო.
"მიზეზი იმისა, რომ მე ძალიან დარწმუნებული ვარ უკრაინის საბოლოო წარმატებაში, არის ის, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, რუსები - არა. გახსოვდეთ, პუტინმა უკვე წააგო იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა. ის ცდილობდა უკრაინის რუკიდან წაშლას და მისი დამოუკიდებლობის წაშლას, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ეს უკვე მარცხია", - აღნიშნა ბლინკენმა ABC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, არ უნახავს არავითარი ნიშანი იმისა, რომ პუტინს დიპლომატიაში ჩართვა სურს.
„ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება და ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის მინიშნებას, რომ ვლადიმირ პუტინს აქვს რაიმე ინტერესი, არსებით დიპლომატიაში ჩაერთოს. თუ ის ამას გააკეთებს, ვფიქრობ, უკრაინელები იქნებიან პირველი, ვინც ჩაერთვებიან და ჩვენ მათ უკან ვიქნებით. ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია სამართლიანი პირობებსა და გრძელვადიან პირობებზე, რომლებიც ასახავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ბლინკენმა.