ევროკავშირი მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს. ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც არჩევნები ჩატარდა. ჯოზეფ ბორელის პრესპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, ხვალ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს და ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს. მისი თქმით, ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები მისთვის მიუღებელია. ცნობისათვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.