საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანია. ოპოზიციის განცხადებით, იმპიჩმენტის დღის წესრიგში შემოტანის მთავარი მიზანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაზიანებაა, რითიც ,,ქართული ოცნება" რუსულ დავალებას ასრულებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს პოზიტიურად აფასებს, თუმცა აღნიშნავს რომ საკუთარი დასავლური არჩევანი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით უნდა დაამტკიცოს. ,,ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დარღვევით საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა.