ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს შემოსავლები კომერციული და კერძო პირებისგან.