რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35 დამარცხდა. პირველ ტაიმი ავსტრალიის სასარგებლოდ 21:3 დასრულდა, მეორე ტაიმში კი, საქართველოს ნაკრებმა დამატებით 12 ქულის მოპოვება შეძლო. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს. რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.