ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო. ამ დროისათვის წვრთნები ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან მიმდინარეობს. საზღვაო მანევრების ამოცანა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავებაა. საზღვაო მანევრებში დაახლოებით 30 ხომალდი და 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გერმანელმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა აღნიშნა, რომ მტრის შეკავება როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობების არსებობას მოითხოვს.