მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.
სტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს და გარდაცვლილთა რიცხვი დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა.
სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის მეჩეთის მინარეთი დაინგრა.