გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ცხედარი ზღვაში დიდი ხნის განმავლობაში იყო. გამორიცხული არ არის, შავ ზღვაში ცხედარი თურქეთის ტერიტორიიდან მოხვედრილიყო.