იტალიაში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. აეროპორტის სახმელეთო სამსახურის თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვა ინფლაციის პირობებში ხელფასების გაზრდა მოითხოვეს გამოაცხადეს გაფიცვის გამო 80-ზე მეტი ფრენა მილანში, 68 ავიარეისი კი ფლორენციასა და პიზაში გაუქმდა. როგორც მედია წერს, პროფკავშირმა გაფიცვა დაგეგმა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ფრენა იყო დაგეგმილი, რათა ხელისუფლებამ მათი მეტი ყურადღება დაუთმოს. როგორც წესი, ათასობით იტალიელი შვებულებიდან სამსახურში წელიწადის ამ დროს ბრუნდება.