სტიქიაა სამეგრელოშიც. უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდში ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. ადგილზე ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და სხვა ნივთები დაზიანდა. გარდა ამისა, ქალაქში ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება. განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების ქუჩებზე. რამდენიმე უბანში სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.