. მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე 330 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6 მთელი 8 მეათედი ბალი შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის მეჩეთის მინარეთი დაინგრა.