გურიის სტიქიასა და თბილისში, ეროვნული არქივის შენობის მახლობლად გაჩენილ ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მძიმე დღე დაუდგა. მან დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა. თბილისში გაჩენილ ხანძარზე კი ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს და წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს.