ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ჯოზეფ ბორელი დატვირთული დღის ბოლო საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და რუსული აგრესიის კიდევ ერთი გამოხატულება საკუთარი თვალით ნახა. სოფელ ხურვალეთთან დღეს ჩასულები იყვნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.