მელიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადასტურდა ფაქტი, რომ 2021 წელს ნიკა მელიას დაკავება სრულიად კანონიერი იყო. პაპუაშვილის თქმით, ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ვინც სახელმწიფოს მძიმე ბრალდებებს უყენებდა. ოპოზიციის ნაწილის შეფასებით კი სტრასბურგი ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობის საკითხს არ განიხილავდა, ამიტომ მათი შეფასებით, ხელისუფლების ზეიმი გაუგებარია.