პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. 1992 წელს დაბადებული პირი ორი ადამიანის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.