ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი 66 კგ-მდე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში მან აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი იპონით დაამარცხა.
გუშინ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი – 48კგ-ში ჯულიეტა როდონაია და მარიამ ფოცხვერაშვილი, 57 კგ-ში ნინო ლოლაძე, ასევე 60 კგ წონით კატეგორიაში თომა გელაშვილი ასპარეზობდნენ, მაგრამ ფინალურ ბლოკში ვერცერთი გადავიდა.
რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გელაშვილს ჰქონდა, მაგრამ ის სომეხ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.