საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეპატის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩის წინ ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც მედიის კითხვებს უპასუხეს. სანიოლმა აქცენტი მატჩის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს და მძიმე თამაშს უნდა ველოდოთ. ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით კი, ის მოხარულია რომ მოხვდა ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის, თუმცა ახლა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა საღამოს 8 საათზე დაიწყება.