საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჟოზეფ ბორელს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვახშამზე უმასპინძლა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორელთან არაფორმალურ გარემოში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.პრემიერი ჯოზეფ ბორელს დღეს გაფართოებულ ფორმატებშიც შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.