გასული წლის ბოლოსთვის ლტოლვილთა რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35,3 მილიონს მიაღწია — 2021-ში ეს მაჩვენებელი 27,1 მილიონი იყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ შუალედში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა. UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს) უახლესი ვიდეორგოლი სწორედ ამ გლობალური კრიზისის გაძლიერებას უკავშირდება — მისი მთავარი იდეა კი ადამიანების ერთობლიობის ძალას ეფუძნება.
სიუჟეტის მიზანია, საზოგადოებას სოლიდარობის მნიშვნელობა შთააგონოს, რათა გულგრილობის ნაცვლად მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოავლინონ. ვიდეორგოლი სამი ადამიანის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ომის, ძალადობისა და დევნის გამო სახლებს წყდებიან… მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები რეალური პრობლემებითაა შთაგონებული, სიუჟეტს ფანტასტიკური ხასიათი გასდევს ემოციური ფონის გასამძაფრებლად.