Twitter-ის სათავო ოფისზე გამოსახული ლურჯი ჩიტი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.
Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა გადაწყვიტა, აუქციონზე გაყიდოს სოცქსელთან დაკავშირებული 584 ნივთი, მათ შორის ძველი ლოგოს, ლურჯი ჩიტის გამოსახულება, რომელიც სან-ფრანცისკოში, Twitter-ის სათაო ოფისის კედელზეა დამაგრებული.
აუქციონი Twitter-ის რებრენდინგს უკავშირდება - სოცქსელის ლოგოს შეცვლის შემდეგ მასკმა გადაწყვიტა, ნივთები, რომლებზეც ძველი ლოგოა გამოსახული, აუქციონზე გაყიდოს. ლურჯი ჩიტის საწყისი ფასი 100 000 დოლარია.24 ივლისს ილონ მასკმა Twitter-ის ახალი ლოგო წარადგინა. ცნობილი ლურჯი ჩიტი შავ ფონზე დატანილმა თეთრმა X-მა ჩაანაცვლა.