რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის მიმართ მორიგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, აშშ-ის მიზანია ინდო-წყნარ ოკეანეთში რუსეთის იზოლირება და ჩინეთის შეკავებაა. ლავროვის აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ნატო-ს გლობალური გაფართოების პროცესის ნაწილია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი პარტნიორებთან ერთად სხვა ქვეყნების დომინირების მცდელობების არიდებისთვის მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.