საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი საფრთხის ზონებს, ტყის მართვის გამოწვევების მქონე არეალებსა და იმ სატყეო ფართობებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. მხარეებმა, ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის, ბუნებრივი საფრთხეების მართვასა და სამომავლო თანამშრომლობაც განიხილეს.