საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ არსად მიდის და მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. პრეზიდენტმა აღნიშნული მიმართვით "ქართული ოცნების" ინიციატივას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის განცხადებით, ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კონსტიტუციას იცავს და ბოლომდე იქნება იმ ფიცის ერთგული, რომელიც მან ინაუგურაციაზე დადო.