აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში, უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს:
აღჭურვილობას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმების გაწმენდისა და დაბრკოლებების განადგურებისთვის, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას, მხარდაჭერას და აღჭურვილობას წვრთნებისთვის, ტექნიკური მომსახურებისა.
შეგახსენებთ, 6 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 175 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა საბრძოლო მასალას გაღარიბებული ურანით. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს.