უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეუძლია, თავდაცვის დეპარტამენტის მუშაობა გადატვირთოს.
"ძლიერი კაცი. კარგად იცნობს თავდაცვის სექტორს. სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან ჩართულია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებში. ძალიან მგრძნობიარე მოლაპარაკებებში. შედეგიანში. ის ასევე მონაწილეობს ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ამაში რუსტემსაც აქვს მიღწეული უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უმეროვს „შეუძლია თავდაცვის სამინისტროს მუშაობა გადატვირთოს, სწორედ ესაა ახლა საჭირო“.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ალექსეი რეზნიკოვი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი 2021 წლის 4 ნოემბრიდან ეკავა. 6 სექტემბერს, სახალხო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას, რუსტემ უმეროვს. მანამდე მას სახელმწიფო ქონების ფონდის ხელძღვანელის თანამდებობა ეკავა.