სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა რომ ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური ნიშნით დევნასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოცილებას ადგილი არ ჰქონია. საკითხს იუსტიციის სამინისტროც გამოეხმაურა, რომლის არგუმენტაციაც სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა.