პარტია დროას და გირჩი მეტი თავისუფლების გაერთიანებას ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები და რეაქციები მოყვა. სააპარლამენტო ოპზოიციის ნაწილი კოლეგების გაერთიანებას ვალიდურად და ადეკვატურად მიიჩნევს, თუმცა ნაწილი თვლის რომ პატარა პარტიების წინასაარჩევნო ერთობა შედეგიანი ვერ იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ ელენე ხოშტარია თავად რუსეთიდან ფინანსდება შესაბამისად მისი მხრიდან რაიმე სახის კრიტიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით მიუღებელია.