სალომე ზურაბიშვილი დღეს საზოგადოებას ღია ეთერით მიმართავს. ევროპიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი ქართული ოცნების განცხადებებს უპასუხებს და მის ევროპულ ტურნეს შეაჯამებს. ზურაბიშვილის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება პრეზიდენტს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს.