ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია უნდა გაიმართოს. ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.