Spiegel-ის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, კრისტოფ ჰოისგენი „დიდი შვიდეულის“ გაფართოების იდეით გამოვიდა. მისი თქმით, მსოფლიოში ძალათა გადაჯგუფებისა და ჩინეთის მთავრობის მზარდი აგრესიული ქმედებების გათვალისწინებით, ფორმატის გაფართოება ლოგიკური იქნებოდა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ G7-ის ფორმატში სხვა კონტინენტებიდან დემოკრატიულად განვითარებული ქვეყნები შევიდნენ, მაგალითად სამხრეთ კორეა და ავსტრალია.