იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციაში მონაწილოებას 600-მდე სამართალდამცავი იღებდა. მათ მიზანს 84 პირის დაკავება წარმოადგენდა, რომელთაგან 29 უკვე პატიმრობაში იმყოფება. 52 -ს შინა პატიმრობა მიესაჯა, 3 კი ვალდებულია პოლიციას თავისი ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიურად შეატყობინოს. მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში იტალიაში ივლისში 82 პირი დააკავეს, აგვისტოში კი, პოლიციამ ნეაპოლის მაფიის ბოსი კამორა ლუიჯი კაჩა პუოტი დააკავა.