შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.