გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უარყოფს. მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით მგზავრობს. რა წერრია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და რა შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები .