საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 5 ჩინურ კომპანიას სურს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ღირებულებაც 245 მილიონ ლარზე მეტია და გულისხმობს
საერთაშორისო მნიშვნელობის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზისა და სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობას, ხუთი ჩინური კომპანია მონაწილეობს. ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და 18 აგვისტოს დასრულდა, ამჟამად ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
სატენდერო პირობებს გავითვალისწინებთ, ამ დროისთვის, ხუთი ჩინური კომპანიიდან ერთ-ერთი, China Railway Bureau Group-ი შეიძლება ფავორიტად ჩაითვალოს, რადგან მას ყველაზე დაბალი ფასი აქვს შეთავაზებული გზის მშენებლობისთვის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.