ბრაზილიას ძლიერი ციკლონი დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 36-ს მიაღწია. ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში მდებარე რიო გრანდე დო სულის შტატი დააზიანა. ქალაქ მუკუმიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ბუნებრივი კატასტროფები ბრაზილიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. წელს, ძლიერი წვიმებს, წყალდიდობებსა და მეწყრულ პროცესებს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა.